სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი  - კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლამ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტების დაზარალების რისკი

კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლამ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტების დაზარალების რისკი, - ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს.

მისი თქმით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას, როგორც ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, უკვე 50-მდე კლინიკამ წარუდგინა სააპლიკაციო განაცხადი, მათ შორის არიან ქსელური კლინიკებიც.

აკრედიტაციის მოსაპოვებლად კლინიკამ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

„პირველ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა შეავსოს აპლიკაცია იმის შესახებ, თუ რამდენი საწოლი აქვს და რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც ყველაზე მეტად მონაწილეობს ფასის დადგენაში. ასევე მნიშვნელობა ენიჭება, რა სახის და მოცულობის სერვისს ახორციელებს კლინიკა.

ამის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებას 24 საათში მიეწოდება აკრედიტაციის ფასი, კლინიკას ასევე მიაწვდიან ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ქართულ ენაზე თარგმნილ სტანდარტებს, რასაც მოჰყვება სამდღიანი სწავლება და წინასწარი აუდიტი. დაწესებულებაში შედის სამი ექსპერტისგან შემდგარი გუნდი, რომელიც აფასებს კლინიკას და ადგენს გეგმას, როგორ უნდა გააუმჯობესოს კლინიკამ არსებული ვითარება.

აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენლები შეფასების პროცესში პაციენტებსაც ესაუბრებიან. სწორედ ამის შემდეგ, კლინიკასთან თანამშრომლობით დგება აკრედიტაციის გეგმა. პროცესი კი 18 თვეში უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ სამედიცინო დაწესებულებებმა დროულად უნდა დაიწყონ ეს პროცესი, რათა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში შეძლონ სტანდარტების შესრულება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა