ანა დოლიძე - მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდამჭერი პაკეტი დაზარალებულებისათვის

ჩვენ უნდა დავიცვათ დაზარალებულები, ამ წუთისთვის: არსებულმა მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდამჭერი პაკეტი დაზარალებულებისათვის , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

ანა დოლიძის განცხადებით, მთავრობამ შოვში დაზარალებულები ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებითაც უნდა უზრუნველყოს.

’’ამ წუთისთვის: არსებულმა მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდაჭერის პაკეტი დაზარალებულებისათვის. ასევე უნდა გამოყოს სერვისებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარება, მაგალითად, პროგრამები. ამას მოხალისეობრივად სთავაზობენ ექსპერტები, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში თავის თავზე იღებს სახელმწიფო ამ სიტუაციაში. ეს ხაზი უნდა წავიდეს გამოძიების პარალელურად. ასეა თუ გადარდებს ხალხი და არა საკუთარი სკამი. ესენი კი აქეთ დაზარალებულებს ესხმიან თავს’’, - წერს ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო