გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აგვისტოს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ენერგეტიკების, ავჭალის, ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, პლატინის, ნიკო კეცხოველის, ყაზბეგის, სვიმონ შოთაძის ქუჩებზე, მუხათგვერდში.

კომპანიის ცნობით, 10:00-დამ 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს გუდაურში, დუშეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელბში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

მათივე ინფორმაციით, 11:30 საათიდან 15:00 საათამდე, დენი გაითიშება თიანეთის რაიონის დაბა სიონში, ორხევში.

„12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეიზღუდება ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, ბურიანი.

13:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია გაითიშება სოფელი დიღომში დავით აღმაშენებლის, ვაშაძის, დიდგორის, ვაჟა-ფშაველას, გაბრიელ ათონელის, კვირაცხოველის ქუჩებზე, ვეძისში, ზემოუბანში, თელოვანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025