რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს მარიამობას ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს საქართველოს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აყვანების დღეს აღნიშნავს.
„ხვალ ქართველი კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღესასწაულს იზეიმებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარიამობას ულოცავს ყველა კათოლიკეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.