ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო დაათვალიერეს. ასევე, ისინი მესტიასაც ეწვევიან, სადაც დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს და უშგულს და ამასთან ერთად, ტურის განმავლობაში ჟურნალისტები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლები ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის New Indian Express-სა და Deccan Herald-ისთვის სტატიებს მოამზადებენ და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში მილიონობით მკითხველი და სოციალური ქსელების მომხმარებელი გაეცნობა.

„საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, ძალიან მომწონს ძველი თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით კი ძველებური აივნები, გოგირდის აბანოები და ეკლესიები. ძალიან მიზიდავს თქვენი კულტურა, სამზარეულო და რა თქმა უნდა ღვინო. გამორჩეულად მომწონს ხალხი, მათი განწყობა. ვამბობდი ოდესმე საქართველოში დავბრუნდებოდი და აი აქ ვარ, თბილისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებ და მკითხველს საქართველოს გავაცნობ“,-აცხადებს ტურის მონაწილე კაპლანა სომასანდერი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

„თბილისსა და დელის შორის ავიაკომპანიამ Indigo კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენები დაიწყო. Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი