სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის მოქალაქეების შ.ნ.-ს და ს.ს.-ს კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

„აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში, მალულად ჰქონდათ განთავსებული.

უწყების ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 189 040.96 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა