ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში სკვერები სამ მისამართზე ეწყობა

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სკვერები სამ მისამართზე ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტები 5 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხორციელდება.

„ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში ეწყობა სკვერები, გამწვანებული ზოლები, სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს სამ მისამართზე, რომელთა ფართობი 5 500 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსდება ინოვაციური, თანამედროვე საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები და განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების არსებობა დედაქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს რეაბილიტირებული, მეტი პარკი გვქონდეს, რადგან დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს მწვანე სივრცეების არსებობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას