ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ინვენტარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კორპუსების მიმდებარედ არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლებიც მოიხსნება და რეკრეაციული სივრცის მოცულობა გაიზრდება. ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება და თანხმობა, რომ ავტოფარეხებისა და შემოღობვის დემონტაჟი მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ამის წინააღმდეგი არიან. არადა ეს ყველაფერი კეთდება ისევ ადგილობრივებისთვის, რომ მოწესრიგდეს, გალამაზდეს სივრცეები და ხალხმა გამოიყენოს, დაისვენოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, აღნიშნული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო