ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რას გულისხმობს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რას გულისხმობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ეროვნული სტრატეგიის თანახმად იგეგმება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები. ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2030 წლის ბოლოსთვის ჯამში აშენდება 760 კმ მაგისტრალური გზა. 2024 წელს კი დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც შემცირდება მგზავრობის დრო.

„სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გაზრდის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მობილობას. კერძოდ, როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული 2030 წლის ბოლოსთვის ჯამში აშენდება 760 კმ მაგისტრალური გზა. 2024 წელს დასრულდება რკინგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც შემცირდება მგზავრობის დრო. ამასთან, იგეგმება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები.

სტრატეგიაში ცალკე ამოცანად განისაზღვრა სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მოწესრიგება. შესაბამისი კანონპროექტი, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით, უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომლის მიღებაც საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად ამაღლდება მომსახურების ხარისხი და მგზავრობის უსაფრთხოების დონე”,-აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება უშუალოდ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგემას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამოქმედო გეგმა ჯამში მოიცავს 48 აქტივობას, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების/დირექტივების დანერგვას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფროვნებას (მათ შორის ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფროვნება), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სხვ.

„2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები ლოგისტიკური სექტორის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარების და სატრანსპორტო დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

სამოქმედო გეგმა ჯამში მოიცავს 48 აქტივობას, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების/დირექტივების დანერგვას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფროვნებას (მათ შორის ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფროვნება), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სხვ.

სამოქმედო გეგმა სხვა ღონიძიებებთან ერთად ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს როგორიცაა საქალაქათაშორისო სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეფორმა”,-აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა აღნიშნულისა, “ინტერპრესნიუსი” დაინტერესდა, რა მიმართულებით იმუშავებს ახალი სათათბირო ორგანო, კერძოდ, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ამდენად, კომისია იმუშავებს ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, რაც გათვალისწინებულია სტრატეგიაში.

„რეალურად შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შევლენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი პირები. კომისიის სხდომები გაიმართება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, რაც უზრუნველყოფს დარგში კოორდინიებული პოლიტიკის გატარებას არსებული გამოწვევების და პრობლემების საპასუხოდ.

ამასთან, საჭიროების შესაბამისად, შეიქმნება სამუშო ჯგუფები, რომლებიც იმუშავენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე, მოამზადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს მათ შორის კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით”,-აღნიშნავენ სამინისტროში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024