Global Finance-მა „თიბისის“ კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა „თიბისის“ კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა, აღნიშნული ჯილდოს გარდა, „თიბისიმ“, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას ჯამში, 18 ნომინაციაში მიაღწია.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით.

საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ:

- გამორჩეული სტრატეგია

- მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები;

- მომხმარებლების რაოდენობის ზრდა;

- ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„ეს აღიარება ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. „თიბისის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს „თიბისის“ საქმიანობის კომპანიის მისიასთან სრულ შესაბამისობას“, - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის, ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ფინანსურ წრეებში დიდი ნდობით სარგებლობს.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს