აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაა. აღნიშნულ პროცესში ქართული დიასპორების, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის კუნძულ კრეტაზე საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მათი თანადგომისათვის. იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სასულიერო პირები.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს