გიორგი ლოლაშვილი - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებლების ინფორმირების მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის საცალო გაყიდვების კოორდინატორის გიორგი ლოლაშვილის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე, დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

გიორგი ლოლაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის მის გამონაკლისებში, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს გამონაკლისებს.

„ასეთ მნიშვნელოვან გამონაკლისებს მიეკუთვნება შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის ასევე საპირისპირო ზოლში მოძრაობის დროს დამდგარი ავტოზარალი. ასეთი დარღვევის გამონაკლისში შეტანა გავრცელებული პრაქტიკაა და მისი მიზანი მარტივია, არ წაახალისოს მძღოლი ასეთი ქმედებისკენ, ისევე როგორც გამონაკლისშია ალკოჰოლის ზემოქმედებით მართვა და სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა გიორგი ლოლაშვილმა.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა