გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტზე, გეოლოგების ჯგუფმა არსებული სიტუაცია ადგილზე შეაფასა და შესაბამისი დასკვნა მომზადდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტზე, გეოლოგების ჯგუფმა არსებული სიტუაცია ადგილზე შეაფასა და შესაბამისი დასკვნა მომზადდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ტერიტორიაზე გაწმენდითი ღონისძიებები გატარდა.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფანში, ქ. თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგი დაფარა და სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეაფერხა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა არსებული სიტუაცია ადგილზე შეაფასა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გაწმენდითი ღონისძიებები გატარდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება ოპერატიულად მოხდება და დასკვნა მომზადდება. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა