გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ქალაქ მცხეთაში: მუხრანის, აღმაშენებლის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 18:30 საათამდე - სოფლებში: წოდორეთი, ლისი, ცივწყარო.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, მლაშე, ბაზალეთი, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა, ბაზალეთის ტბაზე.

10:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა