თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა მაჭარაშვილი და ლეანდრა ლილიე იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირების პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში გაიარეს.

„აქ პროფესიული მიმართულებით ძალიან კარგ გამოცდილებას ვიძენ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო სტაჟირების საქართველოში გავლა. ამ გამოცდილებას, უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც ჩემი პროფესიით გავაგრძელებ საქმიანობას.

ზოგადად, საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია“, - განაცხადა ლეანდრა ლილიემ.

სტუდენტ, ანა მაჭარაშვილის თქმით, სტაჟირების ფარგლებში მას ყოველდღიურად პაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვს.

„მე საქართველოს მოქალაქე ვარ, თუმცა 6 წელია გერმანიაში ვსწავლობ, იმ ქვეყნის სამედიცინო სისტემას ვიცნობ და ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოში სტაჟირება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღე ის, რაც მჭირდებოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყოველდღიურად მაქვს პაციენტებთან კონტაქტი, ვეცნობი მათ ისტორიებს და მკურნალობის გზებს, ასევე ვესწრები ოპერაციებს, ასისტირებას ვუწევ ქირურგებს. საბოლოო ჯამში სტაჟირება ძალიან პროდუქტიულია“, - აღნიშნა ანა მაჭარაშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, ჰამბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საქართველოში სტაჟირებას თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან გოფოძე უწევს კოორდინირებას.

„ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენთან ბევრ საინტერესო შემთხვევას ეცნობიან, აქ ბევრ რამეს სწავლობენ, ხშირად ესწრებიან ოპერაციებს, გვიწევენ ასისტირებას და ეს ძალიან კარგია მათი მომავალი საქმიანობისთვის“, - ამბობს თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან გოფოძე.

მათივე განმარტებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები ლეანდრა ლილიე და ანა მაჭარაშვილი სტაჟირების შემდგომ ეტაპს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულ თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში გადიან.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა