თბილისის მერია - ისნის რაიონში სამშენებლო ნარჩენისგან 16 ლოკაცია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს და სამშენებლო ნარჩენები 16 ლოკაციიდან გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დომენიკა ერისთავის ქუჩაზე და „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი გაეცნო.

„აქციაში ჩართული იყო კომპანიის 25 თანამშრომელი. მსგავსი ღონისძიებები თბილისის ათივე რაიონში მიმდინარეობს.

კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო