„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, ქობულეთში 115-ნომრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი - DREAM RESIDENCE აშენდება

„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ახალი სასტუმროს ტიპის აპარტოტელი აშენდება. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ დოლარია, ბანკის ფინანსური რესურსი კი, 1.53 მლნ დოლარს შეადგენს.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, DREAM RESIDENCE-ი წარმოადგენს დახვეწილი არქიტექტურის, კომფორტისა და მიმზიდველი ინვესტიციის ერთობლიობას.

“DREAM RESIDENCE შავი ზღვის უნიკალური საკურორტო ზონაში შენდება, პირადი პლაჟით რომელიც მდებარეობს კომპლექსიდან სულ რაღაც 70 მეტრში. პროექტის ბაზაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის განვითარება საკუთარი ინფრასტრუქტურით. კომპლექსი შედგება სასტუმროს ტიპის 115 აპარტამენტისგან, კომპლექსის შავი ზღვის სანაპიროდან პირველ ზოლში განთავსდება. აპარტამენტებიდან გადაშლილი იქნება ბათუმის, ზღვისა და მთის უნიკალური პანორამული ხედები. აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, პროექტისთვის ინდივიდუალურად შესრულებული დეტალური დიზაინით, ტექნიკითა და ავეჯით. 12 სართულიანი კომპლექსი გააერთიანებს, კაფე-რესტორნებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ადმინისტრაციას, საერთო სარგებლობის სივრცეებს, ღია აუზს, საფეხმავლო ბილიკს, რომელიც პირდაპირ შეუერთდება ზღვის სანაპიროსა და ზღვაში შეჭრილ ნაპირს. სანაპიროზე განთავსდება კაფე-ბარი და ღია ტიპის ღამის კლუბი. კომპლექსს ექნება საკუთარი ღია პარკინგი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში. ამასთან, ჩვენი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლის გასაზრდელად ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ სასტუმროს მართვის და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც“,- განაცხადა DREAM RESIDENCE - ის თანადამფუძნებელმა, სულხან ფალავანდიშვილმა.

„ჩვენ, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ასეთი პროექტია DREAM RESIDENCE - ი, რომელიც გვჯერა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანიასთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. კომპანია „დრიმ რეზიდენს ჩაქვი“ კომპანია „დრიმსაიდის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, „დრიმსაიდი“ კი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ბაზარზე აქტიურად 2021 წლიდან ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით კომპანიამ წარმატებით დაასრულა პროექტი ჩაქვის საკურორტო ზონაში. სწორედ მითითებული სანაპირო ზონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შენდება DREAM RESIDENCE-ი, რომლის მშენებლობაც 2023 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება“,- აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნათია ღლონტი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის