შალვა პაპუაშვილი - გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, გიორგი ანწუხელიძის გმირობა მუდამ ღირსებისა და თავდადების მაგალითი იქნება.

,,გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს