2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 65.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 147.6 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 77.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 69.5 პროცენტით აღემატება.
„2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (92.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (93.9 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1431.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 41.1 პროცენტით აღემატება. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის II კვარტალში 731.8 ათასი მგზავრი (45.1 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) მიიღო, ხოლო აეროპორტებიდან 699.8 ათასი მგზავრი (37.2 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით) გაემგზავრა.
2023 წლის II კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის II კვარტალში 6.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება.
2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87.0 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 13.0 პროცენტი - გაგზავნილი.
2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 54.5 პროცენტით ნაკლებია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.