აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ხანიას მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხანიას მუნიციპალიტეტის მერს, პანაღიოტი სიმანდირაკისს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები ზმად არიან, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა მეტად გააღრმაონ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ხანიას მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე“, - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ხანიას მუნიციპალიტეტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მხარეებმა გამოვხატეთ მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. მადლობას ვუხდი ხანიას მუნიციპალიტეტის მერს ჩვენი თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიებების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერის მიზნით“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა