ისნის რაიონში სამი საბავშვო ბაღი შენდება

ისნის რაიონს სამი საბავშვო ბაღი შეემატება. ამჟამად მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, N30 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მომავალი წლიდან კი ახალი, 11-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს მიიღებს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შემოდგომაზე დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მშენებარე ბაღის პროექტიც, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. მათი თქმით, 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა დასასრულისკენ მიდის და რამდენიმე თვეში მისი ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება.

კიდევ ერთი, N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება.

„ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შევხვდებით, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ბაღი შევა ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რადგან ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 700 ბავშვს მოემსახურება. მისი გახსნა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება,“ - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ახალი ბაღები აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტს და ყველა პირობაა შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისათვის.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა