Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის „საქართველოს ბანკის” მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე; ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი; ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის; აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიჯიტალიზაციას“,- განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯარაპუტომ.

„აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ. „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში დასახელდა.

ქვეყნის მასშტაბით, „საქართველოს ბანკმა“ აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის; საუკეთესო მობილბანკი; საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი; საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის; საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია; საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის; საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის; საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით; საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით; საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით; საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის; საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა: საუკეთესო მობილბანკი; საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი; საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის; საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია; საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით; საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში; საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით; საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო