ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის გამო საპრევენციო სამუშაოები სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი აბუთიძის განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის გამო, საპრევენციო სამუშაოები დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე გაკეთდება ახალი ბადე, რომელიც უსაფრთხო იქნება.

„უფრო მეტად პრობლემური მონაკვეთი არის გვირაბიდან დაახლოებით, 200 მეტრში, სადაც ჩვენ ახლა სამუშაოები დაწყებული გვაქვს. დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება, რომ ყველაფერი ჩამოიწმინდოს და შემდეგ ბადე მოეწყოს“, - განაცხადა აბუთიძემ.

მისი განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

„უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. მუშაობის პერიოდში, დილის 05:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რაღაც პერიოდი ჩამოწმენდის დროს გზა სრულიად იკეტება, რომ იქ არავინ გაიაროს და შემდეგ, როცა უკვე ბადეების მონტაჟს დავიწყებთ, დაახლოებით, 2 დღეში ერთი ზოლი შეზღუდული იქნება“,- განაცხადა აბუთიძემ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ადგილზე მოწყობილი იყო ბადე, რომელიც დაძველდა და უსაფრთხო აღარ არის.

„ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე კლდოვანი ფერდი მართლაც დაზიანებულია. თავის დროზე დამცავი ბადე მოეწყო, თუ არ ვცდები, 2010 წელს არის გაკეთებული, თუმცა, ეს ბადე დაძველდა და უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და სამუშაოები დაწყებული გვაქვს. პირველ ეტაპზე, ქვის ჩამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაზიანებული, მორყეული ქვები, რომელიც წვიმისა და მზისგან ზიანდება, ამ ფენას მთლიანად ჩამოვწმენდთ, რის შემდეგაც ახალი ბადე მოეწყობა. ეს ბადე მყარ ქანებში ჩაანკერდება“, - განაცხადა აბუთიძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებითვე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სამუშაოები მაშინ დაიწყო, როდესაც ამის რესურსი გაჩნდა.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ადრე დაგვეწყო და არ ჩამოვარდნილიყო, უკეთესი იქნებოდა, თუმცა, ის, თუ რატომ არ დავიწყეთ ეს კონკრეტული ლოკაცია აქამდე, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როცა მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ“,- განაცხადა აბუთიძემ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის მერიას მსგავსი პრობლემური ადგილები, დედაქალაქის მასშტაბით, მონიშნული აქვს.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს, საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან ქვათაცვენა მოხდა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი