ვასო ურუშაძე - ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მოქმედებს სახელმწიფო და ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ - ცდილობს, შექმნას აღქმა, თითქოს საწვავზე ფასების ზრდა ნავთობ იმპორტიორი კომპანიების მიერ არის განპირობებული

ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოებრივი, კერძო ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ და ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და შექმნას აღქმა, თითქოს საწვავზე ფასების ზრდა არის განპირობებული ნავთობ იმპორტიორი კომპანიების მიერ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციზზე გადასახადი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, 2016 წელს გაორმაგდა.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებისთვის საქართველოს ბაზარზე სასათბურე პირობებს შექმნას, მაშინ კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, რომელიც უკავშირდებოდა საწვავის ფასების ზრდას და იყო დაკვეთა პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, რომ ისრები სახელისუფლებო, ეკონომიკური პოლიტიკისგან, მთავრობის პასუხისმგებლებისგან გადაეტანათ კერძო კომპანიებზე და ერთი წლის თავზე ჩვენ ვნახეთ ამ მანიპულაციის შედეგები, თითქოს კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ნავთობ იმპორტიორი კომპანიები არ ახდენდნენ საწვავზე ფასების შემცირებას იმ დროს, როცა საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდებოდა. ესეც ამ შემთხვევაში, სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორი და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ხდებოდა და გამოწვეული იყო ლარის არასტაბილურობით, მუდმივი რყევებით და ტურბულენტური გარემოთი, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან არასახარბიელო დინამიკა ლარის დოლართან კურსის ცვალებადობის ნაწილში, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ვაჭრობაზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში საერთაშორისო და ეხება ნავთობპროდუქტების იმპორტს. სწორედ, ლარის კურსის რყევა მუდმივი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაორმაგებული აქციზის გადასახადის სახით იწვევდა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას და იწვევს დღემდე, ხოლო ის კამპანია, რომელ კამპანიასაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი ემსახურებოდა ორ მიზანს ერთი, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, წარმოეჩინა თითქოს და საწვავზე ფასების ზრდა არა მთავრობის უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, არამედ ნავთობ იმპორტიორი კომპანიები არიან ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მეორეს მხრივ, ამ ერთგვარი ზეწოლით და შანტაჟით ნავთობ იმპორტიორი კომპანიების გაეხსნა გზა ალტერნატიული წყაროებისთვის, რომელიც იყო რუსეთიდან სანქცირებული ნავთობპროდუქტების იმპორტი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ პოლიტიკამ საქართველოს ბაზარი აქცია რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების გასაღების ბაზრად, რაც თავისთავად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოდის იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში ეს პროდუქტები არის წარმოებული რუსული სახელმწიფოს კომპანიების მიერ, რომლებიც არიან საერთაშორისო სანქციებში და ეს კომპანიები არიან მთავარი დონორები პუტინის ტერორისტული რეჟიმის, ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს მანიპულაციის კასკადი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, კერძო ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ და ცდილობს ამავდროულად საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და შექმნას წარმოდგენა, აღქმა, თითქოს და საწვავზე ფასების ზრდა არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ ნავთობ იმპორტიორი კომპანიების მიერ. მაშინ, როცა აქციზზე გადასახადი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 2016 წელს გაორმაგდა, ბენზინსა და დიზელზე და მაშინ ახსნა-განმარტებითი პოზიცია საქართველოს მთავრობას ჰქონდა ის, რომ ეს არის დროებითი მოვლენა მხოლოდ და მხოლოდ ორი წლით შენარჩუნდება საწვავზე გაორმაგებული აქციზის გადასახადი, ვიდრე დასტაბილურდება საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ახალი ესტონური მოდელის დანერგვის შედეგად დღგ-ბის დაბრუნების ფონზე და ორი წლის შემდეგ აქციზის გადასახადი კვლავ დაუბრუნდებოდა ძველ ნიშნულს. ესეც ერთ-ერთი ტყუილია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. მას შემდეგ 6 წელზე მეტი გავიდა და „ქართული ოცნების“ მმართველები დღესაც არ ახდენენ აქციზზე გადასახადების შემცირებას. მინიმუმ განახევრებას იმ ნიშნულამდე რა ნიშნულზეც ეს იყო 2016 წელს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო