შემოსავლების სამსახური - თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ბათუმის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ამოიღეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით გამოვლენილი თანხა ჯამში 10 785 ევრო, 169 300 აშშ დოლარი და 3 320 შეკელი იყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 478 117,52 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 47 811,752 ლარით დაჯარიმდნენ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა