როგორ შევიძინოთ Litecoin, ანუ „კრიპტო ვერცხლი“ საუკეთესო პირობებით ბაზარზე?

კრიპტოვალუტას ხშირად მომავლის ფულადაც მოიხსენიებენ ხოლმე. ამ მოსაზრებას ამყარებს ბაზარზე არსებული ამჟამინდელი ვითარებაც, რაც ადასტურებს, რომ ის ცენტრალიზებულ გადახდის სისტემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწრაფად ვითარდება და ახალი თაობა მის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს იჩენს.

კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული ციფრული ფულია, რომელიც ამარტივებს, აიაფებს და უფრო თავისუფალს ხდის გადარიცხვებს. ის არ რეგულირდება ცენტრალური ბანკების მიერ და მისი ფასი თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად დგინდება. პირველი კრიპტოვალუტა - ბიტკოინი 2009 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში მის მიმართ ინტერესი და შესაბამისად, ღირებულებაც იზრდებოდა. რეკორდულ ფასს - 65 000$-ს ბიტკოინმა 2021 წლის ნოემბერში მიაღწია.

თუ საზოგადოების ნაწილი კრიპტოვალუტის მიმართ თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ან მისი შეძენა-ვაჭრობა-შენახვა რთულ ამოცანად ეჩვენებოდა, დღეს ეს შეხედულებები იცვლება და ბარიერებიც ნელ-ნელა იხსნება. იმას, რომ მილენიალები და Gen Z კრიპტოვალუტას ენდობა, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა ის გადახდის სისტემაში დაამატეს. მაგალითად, მოდის სახლებმა Gucci-მ და Balenciaga-მ 2022 წლიდან აშშ-ის მაღაზიებში კრიპტოვალუტის მიღება დაიწყეს.

კრიპტოს მიმართ ნდობით არის განწყობილი Starbucks-ი, Microsoft-ი, Paypal-ი, Tesla, Sothbey’s, Coca Cola და სხვა მაღალი შემოსავლისა და რეპუტაციის მქონე კომპანია. კრიპტოვალუტით შეძენა შესაძლებელი გახდა საქართველოშიც. რამდენიმე ტექნიკის მაღაზიამ ის გადახდის სისტემაში უკვე დანერგა.

თუ ასეთმა გლობალურმა ინტერესმა და მხარდაჭერამ დაგარწმუნათ, რომ კრიპტორევულუციას თქვენც უნდა შეუერთდეთ, მაშინ დეტალურად გაეცანით, საქართველოში რომელი კრიპტოს შეძენა შეგიძლიათ ყველაზე მარტივად და რაც მთავარია, საუკეთესო პირობებით და რატომ არის ის ღირებული აქტივი:

ბიტკოინი კრიპტოვალუტების ოქროდ მიიჩნევა, ლაითკოინი (Litecoin – LTC) კი ვერცხლია, რომელიც კრიპტოინდუსტრიის ბუმის დროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ლიკვიდურ კოინად მიიჩნეოდა. მის მიმართ ინტერესი არც დღეს გამქრალა. Litecoin-ი ბიტკოინის მსგავსად დეცენტრალიზებული ქსელია, თუმცა უნიკალური ბლოკჩეინის დახმარებით ტრანზაქციების გასაკეთებლად ბევრად სწრაფია. უფრო კონკრეტულად კი, ბიტკოინზე დაახლოებით 4-ჯერ სწრაფი.

ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კრიპტოვალუტის - ლაითკოინის შეძენა ბაზარზე საუკეთესო ფასად „კრიპტალის“ მეშვეობით არის შესაძლებელი. შენაძენის გაკეთების შემდეგ კრიპტოვალუტის გაგზავნის/გატანის საკომისიო „კრიპტალში“ 0%-ს შეადგენს, რაც კრიპტოთი დაინტერესებულთათვის ხელსაყრელ პირობებს წარმოადგენს.

რატომ არის ლაითკოინი სანდო კრიპტოვალუტა და რა განსაზღვრავს მის ფასს? კრიპტოვალუტის ფასი თავისუფალი ბაზრის პრინციპების შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. მის ღირებულებაზე, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. ლაითკოინის შემთხვევაში, ეს არის მყარი რეპუტაცია და ისტორია, რომელიც მან კრიპტოვალუტების გამოჩენასთან ერთად დაწერა. ეს არის ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტა, რომელმაც კრიპტოს ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ლაითკოინის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ბლოკჩეინ სისტემაა: სისწრაფესთან ერთად, ლაითკოინის ბლოკჩეინი გამოირჩევა უსაფრთხოებითაც და დაცულია გარეგანი მანიპულაციებისგან.

ასევე, ლაითკოინის რეპუტაციის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მის გარშემო შეკრებილ კრიპტოსაზოგადოებას, რომელიც სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვას უწყობს ხელს.

როგორ შევიძინოთ ლაითკოინი?

ლაითკოინის და ზოგადად, კრიპტოვალუტის შესაძენად საჭიროა შევქმნათ Wallet-ი ანუ საფულე, რომელიც წარმოადგენს მფლობელის უნიკალურ პირად ნომერს. ის განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება მისი გავლით ხდება. კრიპტო Wallet-ის შესაქმნელად შემდეგი საფეხურები უნდა გავიაროთ: Cryptal.com-ზე რეგისტრაცია და მარტივი ვერიფიკაციის გავლა, რის შემდეგად საფულე ავტომატურად დაგენერირდება და ტრანზაქციების განხორციელებას დავიწყებთ.

რაც შეეხება უშუალოდ ლაითკოინის შეძენის პროცედურას: რეგისტრაციის შემდეგ ბირჟაზე Cryptal.com, ჩავრიცხავთ თანხას ჩვენს Wallet-ზე საკრედიტო ბარათის, საბანკო ტრანსფერის ან PayBox-ის მეშვეობით, სასურველი რაოდენობით ავირჩევთ კრიპტოვალუტას და ვიძენთ მომენტალურად.

ლაითკოინი მაშინვე აისახება ჩვენს ანგარიშზე და შეგვიძლია, მისი მეშვეობით განვახორციელოთ ტრანზაქციები, გავყიდოთ ან გავანაღდოთ ის.

ლაითკოინის შეძენა რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გამორჩეული დიზაინის მქონდე PayBox-ის ტერმინალებითაც 500-ზე მეტ ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ლაითკოინის ფასი გამოირჩევა ზრდადობით, მაგალითად:

  • 2021 წლის ივნისში ლაითკოინის ფასი საშუალოდ $41-ს უტოლდებოდა
  • 2023 წლის ივნისში კი მისი ფასი $77-ს შეადგენდა

კრიპტოვალუტებს, მათ შორის ლაითკოინს, მათი ღირებულების ზრდის მოლოდინით ხშირად დამატებითი შემოსავლის მისაღებად და საინვესტიციოდაც ყიდულობენ. ლაითკოინს საქართველოში უკვე ბევრი ადამიანი ენდობა, შესაბამისად, მისი ტრანზაქციების რაოდენობაც იზრდება. მისი მეშვეობით სარგებლის მიღება ყველა ჩვენგანს შეუძლია, რისთვისაც საკმარისია, სანდო კრიპტო ბირჟაზე - Cryptal.com დავრეგისტრირდეთ და გლობალური კრიპტო ბაზრის ნაწილი გავხდეთ.

R

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო