რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი პირადად წარუდგინა.

„გიორგი გაბედავას მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. იგი მინისტრად დანიშვნამდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი გიორგი გაბედავა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე ინიშნებოდა.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ თემურ გასვიანი წარადგინა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას განაგრძობს მარინე გითოლენდია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა