ვიტალი ბალა - ყოველი განვლილი დღე უკრაინას აახლოებს გამარჯვებას, ასეა, მიუხედავად იმ პრობლემებისა და სირთულეებისა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ვისაუბრე

უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, ომის დასრულების სამშვიდობო ინიციატივებზე, რა გავლენა აქვს დასავლეთის გარკვეულ წრეებში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარს უკრაინის საშინაო პოლიტიკაზე და საომარი მოქმედებების პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, კარგა ხანია არ გვისაუბრია. ამ ზაფხულში უკრაინის ფრონტებზე და უკრაინის ირგვლივ ბევრი რამ მოხდა. ნელა, მაგრამ, საკმაოდ თანმიმდევრულად იბრძვის უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენი საუბარიც ფრონტებზე არსებული ვითარების შეფასებით უნდა დავიწყოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას?

- სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, არა მარტო ღია წყაროებიდან მაქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე. ზოგჯერ, ისეთი ინფორმაციებიც მაქვს, რომელიც სრულად არ ემთხვევა იმას, რაზეც ოფიციალურად საუბრობენ და მსჯელობენ.

მიუხედავად ამისა, საუბარს დავიწყებ იმაზე საუბრით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება. ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე თვე აქტიურად საუბრობდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე. იხატებოდა მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები თუ საიდან და როგორ განხორციელდებოდა ძირითადი დარტყმები.

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა ისიც კი თქვა, რომ ზაფხულში ყავას დალევდა და აბაზანებს მიიღებდა ყირიმში. ამ ტიპის განცხადებები ბევრი კეთდებოდა. ასეთი მოლოდინების განცხადებები ბევრი მოვისმინეთ. არ ვიცი, ისინი გაცნობიერებულად კეთდებოდა თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ საგაზაფხულო-საშემოდგომო ოპერაციებზე ასეთმა პიარკამპანიამ სერიოზულად აზიანა თავად ამ ოპერაციის წარმოებას.

ზიანში ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინულ და არა მარტო უკრაინულ საზოგადოებებში, რომლებიც ელოდებოდნენ უკრაინის წინსვლას ფრონტის ხაზებზე გააჩინა უკრაინის გამარჯვების დიდი მოლოდინი. სწორედ ამის გამო თქვა ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, რომ „ომი კინო არაა“.

ახლა რაც უკრაინის ფრონტებზე ხდება არის ის, რომ მიმდინარეობს უმძიმესი ბრძოლები, რომლის მიზანია უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლება. ასეც ხდება, მძიმედ, მაგრამ მაინც ხდება.

ახლა რაც უკრაინის ფრონტებზე ხდება არის ის, რომ მიმდინარეობს უმძიმესი ბრძოლები, რომლის მიზანია უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლება. ასეც ხდება, მძიმედ, მაგრამ მაინც ხდება

ჩემი აზრით, ამ პერიოდში იყო რამდენიმე პრობლემა, რომელმაც გავლენა მოახდინა საბრძოლო მოქმედებებზე და უკრაინული ძალების მიერ წარმოებულ კამპანიაზე. რუსებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინის სამხედრო საწყობებზე. ფაქტია, რომ ურანით გამდიდრებული ამ საწყობების კოორდინატები, სადაც ინახებოდა ბრიტანული ჩენენჯერებისთვის ჭურვები გადაცემული იქნა რუსული მხარისთვის.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კასეტური ჭურვები მიიღო, ვითარება ბევრი თვალსაზრისით შეიცვალა. მაგრამ, სანამ უკრაინა ბევრს საუბრობდა შეტევის დაწყებაზე, მტერმა შეძლო საკმაოდ ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების აშენება, მინდვრების დანაღმვა. ამის გამო ჭირს უკრაინული ძალების წინსვლა. მიუხედავად ამისა ისინი წინსვლას მაინც ახერხებენ.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კასეტური ჭურვები მიიღო, ვითარება ბევრი თვალსაზრისით შეიცვალა. მაგრამ, სანამ უკრაინა ბევრს საუბრობდა შეტევის დაწყებაზე, მტერმა შეძლო საკმაოდ ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების აშენება, მინდვრების დანაღმვა. ამის გამო ჭირს უკრაინული ძალების წინსვლა. მიუხედავად ამისა ისინი წინსვლას მაინც ახერხებენ

მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზი 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული, უკრაინული ძალები რუსულ თავდაცვაში ეძებენ სუსტ ადგილებს, რომ იმ მიმართულებაზე იქნეს მიღწეული შედეგი. და ეს ხდება ვითარებაში, როცა, უკრაინის ძირითადი რეზერვი ამ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს. ასეც შეიძლება ითქვას - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

- არ დარჩენილა დასავლეთში წამყვანი მედიასაშუალება, რომელსაც უკრაინის შეტევა უარყოფითად არ აქვს შეფასებული.

გასაგებია, რომ რუსებს შექმნილი აქვთ თავდაცვითი ზღუდეები და დანაღმული აქვთ მინდვრები, მაგრამ, როგორც ამბობენ, უკრაინული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებამ სერიოზული კორექტივები შეიტანა საბრძოლო მოქმედებებში.

ყოველ შემთხვევაში რუსი სამხედრო კორესპონდენტები ამაზე ახლა ბევრს წერენ და საუბრობენ იმაზე, რომ კასეტური ბომბების გამო რუსულ ჯარს დიდი დანაკარგები აქვს...

- დაუდასტურებელი ინფორმაციით კასეტური ბომბების გამოყენების შემდეგ დონბასის რიგ მიმართულებებზე მტერმა ცოცხალი ძალის სახით დიდი დანაკარგები ჰქონდა. მათმა გამოყენებამ სერიოზულად დააზიანა რუსული წინაღობები, რომელსაც მე „რუსულ რედუტებს“ ვეძახი.

ფაქტია, რომ კასეტური ბომბების გამოყენებას შედეგი მოჰყვა. იმედი მაქვს, კასეტური ჭურვების გარდა უკრაინა ასევე მიიღებს კიდევ დამატებით სამხედრო ტექნიკას, რომელიც ასევე ეფექტური იქნება ბრძოლაში.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ამ საქმეში ჩართული იყვნენ ჯერ ჩინელები, შემდეგ აფრიკის ქვეყნების ლიდერები. სულ ახლახან საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა სარკოზიმ გააკეთა ამის შესახებ განცხადება.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ასე გახშირებული საუბრები და მოწოდებები?

- სარკოზის თემით დავიწყებ. არა მგონია საქართველოს არ ახსოვდეს 2008 წლის ომის დასრულებასთან დაკავშირებით შემუშავებული „სარკოზის გეგმა“. 2008 წელსაც ცხადი იყო, რომ სარკოზი რუსეთის ფედერაციის მხარეს იყო, რადგან, მან საქართველოს პრაქტიკულად კაპიტულაციის გეგმა შესთავაზა.

არა მგონია საქართველოს არ ახსოვდეს 2008 წლის ომის დასრულებასთან დაკავშირებით შემუშავებული „სარკოზის გეგმა“. 2008 წელსაც ცხადი იყო, რომ სარკოზი რუსეთის ფედერაციის მხარეს იყო, რადგან, მან საქართველოს პრაქტიკულად კაპიტულაციის გეგმა შესთავაზა

სარკოზის განცხადება სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, რადგან მის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ რუსეთის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. იგი ახლა არ გახლავთ მოქმედი პრეზიდენტი. გარდა ამისა, იგი კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით ფრანგულ საზოგადოებაში საკმაოდ დისკრედიტირებული პერსონაა. საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს მაკრონს უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციები აქვს.

რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივებზე გახშირებულ საუბრებს. რუსეთი ცდილობს საინფორმაციო სივრცეში შექმნას სამშვიდობო მოლაპარაკებების განწყობა. თან საუბარია ისეთ მშვიდობაზე, რომელიც მოსკოვს გაცხადებული აქვს დიდი ხნის წინ, ანუ მის პირობებზე მშვიდობაზე. მოსკოვი ცდილობს აიძულოს დასავლეთი და უკრაინა აღიარონ ის რეალობა, რომელიც დღეისათვის არსებობს. ანუ, რუსეთის მიერ დონბასის ნაწილისა და ყირიმის ოკუპაცია. ვფიქრობ, ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ეტაპია.

მოსკოვი ცდილობს აიძულოს დასავლეთი და უკრაინა აღიარონ ის რეალობა, რომელიც დღეისათვის არსებობს. ანუ, რუსეთის მიერ დონბასის ნაწილისა და ყირიმის ოკუპაცია. ვფიქრობ, ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ეტაპია

ამის ნაწილი გახლდათ ნატოს გენმდივნის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსის განცხადება, რომ უკრაინას შეეძლო ნატოს წევრობის მიღება, თუ იგი უარს იტყოდა დონბასსა და ყირიმზე. მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ის გახლავთ ადამიანი, რომელიც საკმაოდ ინფორმირებულია და ზედმიწევნით კარგადაა ინფორმირებული თუ რა დახმარებას იღებს უკრაინა ნატოსაგან.

თანამდებობიდან გამომდინარე მას არ შეეძლო მხოლოდ თავისი აზრი გამოეთქვა უკრაინის თემაზე. როგორც ჩანს, ნატოს გენმდივნის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსის მიერ გაკეთებული განცხადება უკრაინაზე იყო „საცდელი ბუშტი“. ამ განცხადებაზე რეაქცია იყო ძალიან უარყოფითი, რის გამოც ეს წინადადება იქნა მყისიერად უარყოფილი თავად განმცხადებლის მიერ.

როგორც ჩანს, ნატოს გენმდივნის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსის მიერ გაკეთებული განცხადება უკრაინაზე იყო „საცდელი ბუშტი“. ამ განცხადებაზე რეაქცია იყო ძალიან უარყოფითი, რის გამოც ეს წინადადება იქნა მყისიერად უარყოფილი თავად განმცხადებლის მიერ

ეს განცხადება და საერთაშორისო არენაზე ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკის“ სასარგებლოდ რუსეთის აქტიურობა იმისკენაა მიმართული, რომ მოსკოვს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცეს. კრემლში კარგად ხვდებიან, რომ რაც უნდოდათ უკრაინასთან დაკავშირებით ის არ გამოუვიდათ და ახლა თითქოს მზად არიან მათი სცენარით მშვიდობაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ დონბასის ნაწილი და ყირიმი რუსეთს დარჩეს.

რუსეთის მიზანია შეაჩერონ უკრაინის შეტევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოლაპარაკებების დაწყება შეაჩერებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ამის გამო კეთდება დასავლეთში მშვიდობაზე საუბრები და მოწოდებები, რომლის უკან, რა თქმა უნდა, რუსული დიპლომატია დგას. ფაქტია, ახლა რუსეთს სურს მიაღწიოს უკრაინასთან ომში პაუზას.

რუსეთის მიზანია შეაჩერონ უკრაინის შეტევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოლაპარაკებების დაწყება შეაჩერებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ამის გამო კეთდება დასავლეთში მშვიდობაზე საუბრები და მოწოდებები, რომლის უკან, რა თქმა უნდა, რუსული დიპლომატია დგას. ფაქტია, ახლა რუსეთს სურს მიაღწიოს უკრაინასთან ომში პაუზას

- ასეთი განცხადებები რა გავლენას ახდენს უკრაინის შიდა პოლიტიკაზე?

- საერთაშორისო დონეზე სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრები უკრაინის საშინაო პოლიტიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. უკრაინულ საზოგადოებაში იწვევს მხოლოდ გაღიზიანებს.

ყველა სოციოლოგიური კვლევები რაც ტარდება, ამაზე მიუთითებს. გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობას სურს რომ უკრაინამ გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი.

საერთაშორისო დონეზე სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრები უკრაინის საშინაო პოლიტიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. უკრაინულ საზოგადოებაში იწვევს მხოლოდ გაღიზიანებს

სწორედ ამის გამო გააკეთა ე.წ. „სამშვიდობო ინიციატივებზე“ მყისიერად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება, რომლის არსი ასეთი იყო - უკრაინის ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიღების თემა, არ გახლავთ ის საკითხი, რომელსაც კიევი განიხილავს.

ვიმეორებ, ამ თემაზე საუბრები უკრაინულ საზოგადოებაში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი რეაქცია აქვთ ამ თემებზე რიგით სამხედროებსა და ოფიცრებს.

- ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ადამიანი, ვინც რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს. მათ შორის სულ ახლახან დაპატიმრებული ყოფილი გენერალ-მაიორი შაიოტანოვი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა.

გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე უკრაინის მოქალაქეების არიან დაკავებული რუსებთან თანამშრომლობაზე.

რამდენად შეესაბამება გავრცელებული ცნობები ამის შესახებ სიმართლეს და ომის პირობებში რამდენად ავლენს ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ბრძოლის უნარს?

- ამ ტიპის ინფორმაციები არა თუ შეესაბამება სიმართლეს, ასეთია რეალობა. საუბრის დასაწყისში ვახსენე , რომ რუსებს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ბაზაზე ბრიტანული ჭურვების არსებობის შესახებ. შედეგად, ხმელნიცკთან ახლოს დაიბომბა უკრაინული სამხედრო ბაზა, სადაც ინახებოდა ბრიტანული ჭურვები. მათი იქ არსებობის შესახებ ადამიანების არც ისე დიდ რაოდენობას ეცოდინებოდა. ეს კი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურებში არიან ადამიანები, ვისაც მიუწვდება ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე.

ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაა საჭირო იმ ადამიანთა წრის შეზღუდვა, ვისაც ხელი მიუწვდება სამხედრო ინფორმაციაზე. უკრაინაში არსებობს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი შტაბი, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა და იგი მისი ხელმძღვანელობით საქმიანობს.

ფაქტია, რომ უკრაინის უმაღლეს სამხედრო საბჭოს შტაბში საკმაოდ ბევრი ადამიანი შედის, ვისაც ომთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ, გაუგებარია, მათი ამ შტაბის მუშაობაში და ინფორმაციაზე წვდომა საერთოდ რას ემსახურება. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ შტაბიდან ხდება ინფორმაციის გაჟონვა რუსეთის მიმართულებით. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის გავლენის აგენტები უკრაინის ხელისუფლებაში უმაღლეს ეშელონებში მუშაობენ და მაღალი თანამდებობებიც უკავიათ.

ფაქტია, რომ უკრაინის უმაღლეს სამხედრო საბჭოს შტაბში საკმაოდ ბევრი ადამიანი შედის, ვისაც ომთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ, გაუგებარია, მათი ამ შტაბის მუშაობაში და ინფორმაციაზე წვდომა საერთოდ რას ემსახურება. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ შტაბიდან ხდება ინფორმაციის გაჟონვა რუსეთის მიმართულებით. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის გავლენის აგენტები უკრაინის ხელისუფლებაში უმაღლეს ეშელონებში მუშაობენ და მაღალი თანამდებობებიც უკავიათ

ეს რომ ასეა, ამის ნათელი მაგალითია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მინისტრის პირველი მოადგილის ნაუმოვის ისტორია, რომელიც ომის დაწყების პირველ დღეებში გაიქცა სერბეთში და სერბეთი არ ახდენს უკრაინისთვის მის გადმოცემას.

ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო, 2-3 თვის წინ გაირკვა. იგი რომ რუსების აგენტი იყო და ამას ახლა რუსებიც არ უარყოფენ. სამწუხაროდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დღემდე რჩებიან მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები, ვისაც გენერლის თანამდებობები უკავიათ და ვინც ნაუმოვის რეკომენდაციით არიან დაწინაურებული.

იგივე შეიძლება ითქვას დეპუტატ დერკაჩზე, რომელიც რუსებზე მუშაობდა და ახლა რუსეთშია. არადა, დღემდე თანამდებობაზეა ადამიანი, რომელიც გენერლის თანამდებობაზე მუშაობს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში და რომლის პროტეჟე სწორედ ნაუმოვი იყო.

ასეთი ადამიანებისგან ახლა იწმინდება უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები და ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვთ უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთ მასალებს აგროვებენ, აქვეყნებენ და აწვდიან შესაბამის ორგანოებს.

- სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ომის ფონზე ხშირად ვრცელდება ინფორმაციები უკრაინაში სხვადასხვა დონეზე არსებულ კორუფციაზე.

ომში ჩართულ ქვეყანაში რამდენად დიდია კორუფციის პრობლემა და რა გავლენას ახდენს კორუფცია ქვეყნის ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე?

- კორუფციის პრობლემა უკრაინაში საკმაოდ დიდი და სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, კორუფციის პრობლემა ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა, რომელიც უკრაინამ უნდა გადაჭრას.

კორუფციის პრობლემა ერთ-ერთი დაბრკოლება აღმოჩნდა ნატოში უკრაინის მიწვევაზე, რაზეც ვილნიუსის ნატოს სამიტზე საჯაროდაც ითქვა. ნატოელმა პარტნიორებმა უკრაინას არა ერთხელ მიუთითეს რომ წესრიგია დასამყარებელი ყველაფერ იმაში, რაც უკრაინაში კორუფციას ეხება.

კორუფციის პრობლემა ერთ-ერთი დაბრკოლება აღმოჩნდა ნატოში უკრაინის მიწვევაზე, რაზეც ვილნიუსის ნატოს სამიტზე საჯაროდაც ითქვა. ნატოელმა პარტნიორებმა უკრაინას არა ერთხელ მიუთითეს რომ წესრიგია დასამყარებელი ყველაფერ იმაში, რაც უკრაინაში კორუფციას ეხება

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სრულად წარმატებული არ აღმოჩნდა ერთ-ერთ მიმართულებაზე შეტევა, იყო სწორედ კორუფცია. კორუფციის გამო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრობლემები შეექმნა საწვავის მიწოდებაში.

როგორც გაირკვა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავს თავდაცვის სამინისტრო კორუფციული სქემით იძენდა რუსული კომპანიებისგან. თან გაცილებით მაღალ ფასად.

აშშ-მ გაარკვია, რომ მხოლოდ საწვავის შეძენაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოიპარა 400 მილიონი აშშ დოლარზე მეტი. იმის გარდა, რომ ეს თანხა იქნა მოპარული, სპეციალურად, დროულად არ მიაწოდეს შეიარაღებულ ძალებს საწვავი.

- ჩვენი საუბარი იმით დავიწყე, რომ პრობლემების მიუხედავად უკრაინა ნელი ნაბიჯებით ბრძოლის ხაზზე წინ მიიწევს. დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებას.

ნატოს გენმდივანმა განაცხადა - „ნატო უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, ვიდრე უკრაინა ომს არ მოიგებს.“ რამდენად მზადაა უკრაინა რუსეთთან ომში ჰქონდეს დასავლელი პარტნიორების და საკუთარი თავის იმედი?

- ძალიან კარგი და სწორი კითხვაა. ვფიქრობ, რომ უკრაინამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა, პრაქტიკულად წელი წელიწადნახევარი. ასე მოხდა იმის გამო, რომ ომს სახელმწიფო დონეზე არ ვაწარმოებდით სერიოზულად. თავიდან, კერძო კომპანიები და მეწარმეები და მათი სტრუქტურები ბევრს აკეთებდნენ, მაგრამ, მეტად იყო საჭირო ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა.

კერძო ინიციატივების გამო რუსებთან უკრაინას უპირატესობა ჰქონდა დრონებში, მხედველობაში მაქვს „ბაირაქტარების“ მოწოდება და მათი ათვისება, მაგრამ, ახლა დრონების თვალსაზრისით უპირატესობა რუსებს აქვთ. ჩვენგან დაღუპულთა და დაჭრილთა 75% სწორედ რუსული დრონების მუშაობის შედეგია.

უკრაინამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა, პრაქტიკულად, წელიწადნახევარი

სწორეს ამის გამო გამოაცხადა პრემიერმა ფიოდოროვმა გასული კვირის ორშაბათს 10 ათასი დრონის შესაძენად ფულის შეგროვებაზე ინიციატივა. გარკვეული თანხა კი იქნა შეგროვილი, მაგრამ, იმის გავასწრებინებთ, თუ როგორ იპარავენ ფულს თავად სახელისუფლებო სტრუქტურები, მეტია არა მარტო შესაგროვებელი, არამედ გასაკეთებელი.

ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინას შეუძლია თავად დაიწყოს დრონების გამოშვება. ახლა ასეთი მზაობა უკვე არსებობს როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში. იმედი მაქვს უკრაინა ამის გაკეთებას პარტნიორების დახმარებით შეძლებს. ამ მიმართულებით საქმის კეთება დაწყებულია.

უკრაინას შეუძლია თავად დაიწყოს დრონების გამოშვება. ახლა ასეთი მზაობა უკვე არსებობს როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში. იმედი მაქვს უკრაინა ამის გაკეთებას პარტნიორების დახმარებით შეძლებს. ამ მიმართულებით საქმის კეთება დაწყებულია

კარგია, რომ დასავლელი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენი პარტნიორები ისე არიან ჩართული უკრაინის მომარაგების საქმეში, რომ არც მათ აქვთ უკვე უკან დახევის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ნატოელი და არც ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ ომში, რუსეთი ლამის ყოველ დღე აცხადებს, რომ ებრძვის ნატოს. ასეთ ვითარებაში, ნატოს პრესტიჟის საქმეა უკრაინამ შეძლოს რუსების ოკუპირებული ტერიტორიებიდან განდევნა. თუ ჰიპოთეზურად წარმოვიდგენთ, რომ ასე არ მოხდა, რუსეთი ჩათვლის რომ ომი ნატოს მოუგო. ასეთ შემთხვევაში ნატოს მიადგება დიდი რეპუტაციული ზიანი, რადგან ეს აისახება ომისშემდგომ უსაფრთხოების ახალ სისტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არც ნატოელი და არც ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ ომში, რუსეთი ლამის ყოველ დღე აცხადებს, რომ ებრძვის ნატოს. ასეთ ვითარებაში, ნატოს პრესტიჟის საქმეა უკრაინამ შეძლოს რუსების ოკუპირებული ტერიტორიებიდან განდევნა

ჩემი აზრით, აქ ყველაფერი კომპლექსურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინამ არ უნდა დაუშვას სერიოზული შეცდომა. მხედველობაში მაქვს იმ ტიპის შეცდომები, როცა კიევმა დაიწყო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ურთიერთობების გარკვევა, შემდეგ პოლონეთთან, ახლა ისრაელთან. უკრაინა უნდა შეეცადოს არ ჩაებას ასეთ კინკლაობაში და არ დაუშვას შეცდომები.

ამასობაში უკრაინა თვითმფრინავებსაც და სხვა შეიარაღებასაც მიიღებს. თუმცა, თვითმფრინავებთან დაკავშირებით ახლა გავრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი მფრინავები -16-ზე სწავლებას იანვარში დაიწყებენ.

- რამდენადაც ვიცი, -16-ზე უკრაინელი მფრინავები კარგა ხანია ვარჯიშობენ...

- თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით ეს სწავლებები იანვარში დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ინფორმაციები სპეციალურად ვრცელდება. აშშ-მ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არაა წინააღმდეგი დანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინას გადასცენ -16-ები.

ვფიქრობ, რომ კარგია, როცა უკრაინული მხარე უკვე აღარ საუბრობს ყველაფერზე. თუ ადრე იყო განცდა, რომ ომს, როგორც რეალითიშოუს ვუყურებდით, ახლა ასე ნამდვილად არაა. თუ ადრე უკრაინაში ყველაფერზე საუბრობდნენ და კომენტარებს აკეთებდნენ, ახლა ასე აღარაა და ძალიან კარგი, რომ ასე აღარაა.

კარგია, როცა უკრაინული მხარე უკვე აღარ საუბრობს ყველაფერზე. თუ ადრე იყო განცდა, რომ ომს, როგორც რეალითიშოუს ვუყურებდით, ახლა ასე ნამდვილად არაა. თუ ადრე უკრაინაში ყველაფერზე საუბრობდნენ და კომენტარებს აკეთებდნენ, ახლა ასე აღარაა და ძალიან კარგი, რომ ასე აღარაა

ამიტომ, ვთვლი, რომ ყოველი განვლილი დღე უკრაინას აახლოებს გამარჯვებას, ასეა, მიუხედავად იმ პრობლემებისა და სირთულეებისა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ვისაუბრე.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი