„საქართველოს რკინიგზა“ - თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი უამინდობისგან შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო “რიონშია“ გაჩერებული - დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მზად ვართ მგზავრებს ალტერნატიული ტრანსპორტი შევთავაზოთ

"საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ფოთის მატარებლის სადგურ „რიონში“ გაჩერების მიზეზებს განმარტავს.

როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მატარებელს ტექნიკური პრობლემა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო შეექმნა.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ "რიონში". „საქართველოს რკინიგზა“ აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. „საქართველოს რკინიგზა“ თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა