გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

„გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ქალბატონ ნანა ჯანაშიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა სამინისტროს და მასში შემავალ ყველა იმ უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.

ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი განათლების, მდგრადი განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის