პაპუნა მარგველიძე - სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

„სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება.

პერიმეტრი გაზრდილია და კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის",- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს