Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

„როგორც Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულები შეირჩნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი ციფრული სტრატეგია აქვს ბანკს მომხმარებლების მოსაზიდად და შესაბამისი სერვისების გასაწევად, შეთავაზებების რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორია ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინი და რამდენად ეფექტიანია მათი ფუნქციონალები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დაასახელა ავტორიტეტული წევრებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ 20 კატეგორიაში „საქართველოს ბანკი“ საუკეთესოდ, აქედან ქვეყნის მასშტაბით, 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის