მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს - მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე „გამარჯვების კამპანიას“ იწყებს და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობას შეხვდება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეზღუდება და „როცა ცდილობენ ამ ნორმას პატივი არ სცენ, ეს კარგად არ გამოიყურება, სულ მცირე უპატივცემულობაა ქვეყნის კანონმდებლობის მიმართ“.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ იტყვის კანონმდებლობის ეს ნორმა ირღვევა თუ არა ამ კამპანიით, რადგან არ იცის კონკრეტული გეგმა როგორ იქნება განხორციელებული.

„მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. რაც შეეხება მის მცდელობებს საარჩევნო კამპანია გააჩაღოს, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას ისე, რომ ფოკუსის ფუნქცია არ იყოს დაკარგული და შეძლოს, რომ დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.

ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას [ირღვევა თუ არა კანონი] წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო