„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე განსაკუთრებული ფასი ისევ ძალაშია

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, ზაფხულის სეზონზე, კვლავინდებურად ძალაშია სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად არის ხელმისაწვდომი. კომპანიის სპეცშეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აცხადებს, ტოიოტას 5 მოდელისთვის - Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4 - ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელი ისევ 150 ლარად მიიღებს.

თინათინ მაკარიძის განმარტებით, ძრავა ავტომობილის მამოძრავებელი ცენტრია და მისი ხანგრძლივი და ეფექტიანი მუშაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზეთის სწორად შერჩევაა.

„მომხმარებელმა, რომელსაც ზაფხულის სეზონზე ხშირად უწევს გადაადგილება, ვფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის აუცილებელია მისი განახლება ტოიოტას ორიგინალი და გარანტირებულად მაღალი ხარისხის ავტონაწილებით, მათ შორის ძრავის ორიგინალი ზეთითა და ფილტრით. ძრავა ავტომობილის მამოძრავებელი ცენტრია და მისი ხანგრძლივი და საიმედო მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული ზეთის სწორად შერჩევაზე. მაღალი ხარისხის ძრავის ორიგინალი ზეთი, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა და გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ასევე, ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას. ჩვენი სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, ისარგებლოს მისი ავტორიზებული სერვისცენტრითა და იქ მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით და ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული სერვისი საუკეთესო ფასად, 150 ლარად მიიღოს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს