საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტი Do IT in Georgia წარადგინა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტი Do IT in Georgia წარადგინა, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს აძლევს საშუალებას განათავსონ თავიანთი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით გაზარდონ IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ონლაინ პორტალი www.doit.gov.ge USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, რომელშიც ერთიანდება შემდეგი პროგრამები: 5000IT მომზადების პროგრამა - ყველა ტრენინგ პროვაიდერს აქვს შესაძლებლობა, განათავსოს საკუთარი კურსი აღნიშნულ პორტალზე დამწყები IT სპეციალისტებისთვის, რომელიც 16 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი, ჩააბაროს ერთიანი გამოცდა და მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება;

Do IT with the EU - მოიცავს დასაქმებისა და სერტიფიცირების პროგრამებს, რომელიც 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელებაა და სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ;

CODE-IT - სასწავლო კურსები, ტექნოპარკების ბაზაზე, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს, ე.წ. Peer2Peer მეთოდით სკოლის მოსწავლეების კოდინგის სფეროთი დაინტერესებას და ცოდნის მიცემას;

ბლოკჩეინის კურსები - კურსებს ატარებს საერთაშორისო ტრენინგ პროვაიდერი New Horizons, Binance Charity-ის სრული დაფინანსებით და მოიცავს ოფიციალურ სასერტიფიკატო გამოცდას ბლოკჩეინის და კრიპტოს მიმართულებით.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, ერთიანი პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა