ირაკლი ზარქუა - ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ- ში - თუ იქ დანაშაულია არჩევნებში წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?!

ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ-ში. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებით კელი დეგნანს - რადიკალების გვერდით დგომა მიუღებელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში და „ეს ყველამ უნდა იცოდეს, როგორც პარტნიორმა, ასევე მტერმაც და მოყვარემაც“.

„ჩვენ ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის და იმ პერიპეტიების მიმართ, რაც იყო. აქ განსხვავებული მიდგომა აქვთ სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს და ეს ჩემთვის გაუგებარია. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გაყალბებაში დადანაშაულება გამარჯვებული პარტიის, აქ რა, ყველაფერი „მოსულა“ ჩვენს ქვეყანაში? ეს „ბანანების რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებოდით ქალბატონ დეგნანს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ის ვერ შედგა როგორც ელჩი და იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეემცირებინა, გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტად გააღრმავა. ვწუხვარ, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი ქმედებები, განცხადებები და მისი ეს მიდგომები, რაც ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მიმართ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროატლანტიკურ სივრცეს, ეს კონსტიტუციაშიც კი აღვბეჭდეთ, მაგრამ ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პატივს არ სცემს, იგნორირებას გაუკეთებს და რადიკალების გვერდით დადგება, ეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. ამიტომაც პიროვნულად არაფერი, მაგრამ მგონია, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა ქალბატონმა ელჩმა.

მე მგონია, რომ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შეგნებულად ცდილობდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, რევოლუციური ტალღა ყოფილიყო და ქვეყანა შეენჯღრია, გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ შემდგომში არავინ გაბედოს, რომ ეს ქვეყანა ქაოსში და არეულობაში შეიყვანოს, რომ გარკვეული სახელმწიფოს ინტერესები იყოს გატარებული აქ. მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. ეს ყველამ უნდა იცოდეს, როგორც პარტნიორმა, ასევე მტერმაც და მოყვარემაც,“ - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის," ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით.

"ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი ხმამაღალი სათაურით: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“.

გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი NGO-ების ყველა თავმჯდომარე. იგივეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო