გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.
„10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, ალოტი, კვერნაულა, ევჟენტი, სიონთგორი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი.
12:30-დან 13:00 საათამდე და 17:30 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში თხინვალა, ზემო და ქვემო ლისი, ასევე თბილისში ლეო კვაჭაძის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო 17:30 საათიდან 18:30 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.