გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.

„10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, ალოტი, კვერნაულა, ევჟენტი, სიონთგორი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დამ 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი.

12:30-დან 13:00 საათამდე და 17:30 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში თხინვალა, ზემო და ქვემო ლისი, ასევე თბილისში ლეო კვაჭაძის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო 17:30 საათიდან 18:30 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს