საქპატენტში შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემო მოეწყო

საქპატენტში შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირებისათვის ადაპტირებული გარემო მოეწყო.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად საქპატენტის შესასვლელში მოძრავი პანდუსი დამონტაჟდა.

მათივე განმარტებით, უწყებაში გარემოებითი ბარიერის მოხსნით, შშმ პირებს საქპატენტის მომსახურების სერვისებზე, აგრეთვე - ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის საშუალებებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა გაუმარტივდებათ.

„თანასწორი პირობები და ინკლუზიური უზრუნველყოფა ხელს უწყობს ამ მოწყვლადი ჯგუფის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ულიმიტო პროცესს. საქპატენტის სოციალური მოდელით მიდგომა ეხმიანება შემზღუდავი ბარიერების გადალახვის პოზიტიურ და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს და ყურადღებას ამახვილებს ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებზე. გარდა ამისა, საქპატენტში დამონტაჟებული მოძრავი პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები, შიდა ლიფტი, შშმ პირებისათვის განსაზღვრული საპარკინგე ადგილი ხაზს უსვამს შშმ პირთა უფლებების წინ წამოწევისა და დაცვის სურვილს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას.

საქპატენტის უნივერსალური ადაპტირებული პირობები სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა