2023 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 2153-ს შეადგენს

2023 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის 111 განსხვავებული საჭიროების მქონეა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ამავე პერიოდში 22 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

მათივე ინფორმაციით, მშვილებელ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს.

რაც შეეხება გასულ წელს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო და გაშვილდა 39.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს