ანა დოლიძე - საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია

მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს, საპენსიო სააგენტომ ცხელი ხაზი გახსნას და ხალხისთვის კონსულტაციები დააწესოს.

„მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია. რა არის ეს? რაღაც წესების გადმოგდებაა. არც ახსნა, არც ინფორმირება, არაფერი. ძვალს რომ გადაისვრიან, აი, ასე გვექცევიან.

ვითხოვთ:

  1. გადაწყვეტილების ბოლო ვადა გადავადდეს, რათა ხალხს მიეცეს საშუალება გაერკვეს.
  2. სააგენტომ გახსნას ცხელი ხაზი
  3. სააგენტომ ჩაატაროს საინფორმაციო კამპანია
  4. დააწესოს კონსულტაციები ოფისში, ხალხის მიღებით.

რას მიკეთებენ? ათასობით ლარი და ნულოვანი სერვისი“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის