პაატა მანჯგალაძე - დამნაშავე რეჟიმმა რომ თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი რუსეთია - კარიკატურისტი რომ ვიყო, დავხატავდი ზარქუა ამერიკას როგორ აცამტვერებს

დამნაშავე რეჟიმმა რომ თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი რუსეთია - ვიცით 50 ლარიანი, 1000 ლარიანი „ტროლ- ბოტები“, მაგრამ ზარქუა არის განსხვავებული. კარიკატურისტი რომ ვიყო, დავხატავდი ამერიკას როგორ აცამტვერებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზარქუას სარგებელი ალაპარაკებს, რადგან „20-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული მის სიძეს“.

„თავდასხმა ამერიკის ელჩზე ამერიკაზე თავდასხმაა. ამის მთავარი მოტივაცია არის გადარჩენისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. „ქართული ოცნება“ არის კრიმინალების, დამნაშავეების რეჟიმი და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ. ორ რამეში ხედავენ საფრთხეს - ვიდრე ღმერთი მოსთხოვს პასუხს, ქართველი ხალხის და ამერიკის ეშინიათ მხოლოდ, ამიტომ არის ასე გავეშებით თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ადამიანებზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ. იმისთვის, რომ დამნაშავე რეჟიმმა თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი ამ შემთხვევაში არის რუსეთი. ფიქრობენ, რომ მხოლოდ რუსული რეჟიმის პირობებში შეძლებენ თავის გადარჩენას. რატომ კადრულობს ამას ზარქუა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. იცით რატომ? - ჩვენ ვიცით 50 ლარიანი, 1000 ლარიანი „ტროლ- ბოტები“, მაგრამ ზარქუა არის განსხვავებული - 20 მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული მის სიძეს. ადამიანს ალაპარაკებს სარგებელი, რომელსაც მიიღებს ე.წ. სკოლების რემონტიდან. გამოდის და ვაშაძეს ეძახის „ჭიჭეს“. ვაშაძე თუ „ჭიჭეა“, ზარქუა ვინ არის საერთოდ? ან კარიკატურაზე რომ ლაპარაკობს, ამერიკის ელჩს და ამერიკას რომ ზარქუა აკრიტიკებს, ამაზე მეტი კარიკატურა რა უნდა დახატო? კარიკატურისტი რომ ვიყო, დავხატავდი ამერიკას ზარქუა როგორ აცამტვერებს.

ელექტრონულ არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვგულისხმობდით ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონულ ხმის მიცემას და ელექტრონულად ხმების დათვლას, თუმცა მხოლოდ დათვლაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა ელექტრონული არჩევნების მთავარი სიკეთეა, რომ ემიგრანტებს აძლევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ბევრი უკმაყოფილო ადამიანი წასულიყო ქვეყნიდან და 100 ათასობით ადამიანია წლების განმავლობაში წასული, რომელსაც არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ აქვს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია