ვაკის რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის გამგეობა მრავალბინიანი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს - შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს.

კერძოდ, მერიის ცნობით, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება ხუთ მისამართზე დაფინანსდა, ლიფტის რეაბილიტაცია - 66 მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბეების განახლება ექვს მისამართზე დაიგეგმა. რაც შეეხება კორპუსების გადახურვას და წყალსაწრეტი მილების მონტაჟს, დაფინანსდა 23 შესაბამისი განაცხადი. ამხანაგობების მოთხოვნით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 20 მისამართზე დაფინანსდა, სართულშუა ნაპრალების შეკეთება - ოთხ მისამართზე.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 5 651 699 ლარი გამოიყო.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება