საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაციას აწვდის

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაციას აწვდის. შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი.

„საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ ასპროპირგოში, ელეფსისში, პლაკაში, დიკელაში, მაკრისში, Nea Chili-ში, ბეოტიაში, კიტნოსსა და იასმოსში.

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება