გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანობი, ალმასიანი, ოქროყანა, უხათი, ზემო ოქროყანა, გიმარა.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.