კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. ბრალდებული მამაკაცი 80 წელს მიღწეულია, მოკლული კი 65 წლის იყო. მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ხშირად კამათობდა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.