საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ათენის სამიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, არჩილ ყარაულაშვილის განცხადებით, ათენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიება.

აღნიშნულით, ის განმარტავს თუ რატომ არ იყო ათენში გამართულ სამიტზე საქართველო მიწვეული.

არჩილ ყარაულაშვილის თქმით, ღონისძიების მთავარი თემა იყო უკრაინა-რუსეთის ომი და, სწორედ, ამიტომ იყო მიწვეული მოლდოვა და უკრაინა.

„21 აგვისტოს, ათენში არაფორმალური სამიტი გაიმართა, რომელიც ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლის თავს მიეძღვნა. აღნიშნული ღონისძიება არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. ამ ღონისძიებაზე, თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სტუმრები.

ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება, არამედ უკრაინაში ომის თემა. სწორედ, ამიტომ დაპატიჟებული იყო უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა, მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე, ამ ომის გამო. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებულები. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა“, - განაცხადა ყარაულაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს