Global Finance - „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკის ეს მცდელობა არ დარჩენია ყურადღების მიღმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემას - Global Finance და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენისას, „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუდმივი მცდელობა, შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, იმ არხში და იმ სივრცეში, სადაც ეს ჩვენს ბიზნესებს ყველაზე მეტად ჭირდებათ, დაფასდა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაგვასახელა. ეს ერთდროულად დიდი აღიარება და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მუდმივად ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს, გავამართლოთ მათი მოლოდინები და ვიყოთ მათთვის ერთგული ბიზნეს პარტნიორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების უწყვეტ რეჟიმში არ იშურებენ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენს ბიზნესებს საუკეთესო ბიზნეს გამოცდილება შევთავაზოთ. ეს აღიარება სწორედ მათი დამსახურებაა და ასევე ჩვენი მომხმარებლების, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ და გვაძლევენ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. Global Finance ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს