იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. მასში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

„7-11 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა სიორდია, ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ესმა ნორაკია და ბათუმის ბიუროს ადვოკატი გვანცა თურმანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატში.

ვიზიტი ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. მასში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

პროგრამა მოიცავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების შესწავლასთან დაკავშირებით სემინარებსა და სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მონაწილეობას სასამართლო პროცესებს, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრაში, სადაც საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასცნობოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს და გაეზიარებინათ მათი გამოცდილება.

დავით სიმონიას საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ვისკონსინის შტატის იურიდიული დახმარების ხელმძღვანელობას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, განსაკუთრებით, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, რომლის უშუალო თანადგომით შედგა სამუშაო ვიზიტი. ასეთი სახის პროგრამები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემას და აძლიერებს მასში ჩართულ ინსტიტუციებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა