პაატა მანჯგალაძე - რუსული დაკვეთაა საქართველოს საერთაშორისო იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს - პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის „კუდის ქიცინის“ გამო იტყვის უარს?!

რუსული დაკვეთაა საქართველოს საერთაშორისო იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს - პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის "კუდის ქიცინის" გამო იტყვის უარს?! - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე იმ ფაქტს, რომ ათენის სამიტს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა, ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

ის აქვე გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევის განცხადებას და აღნიშნა, რომ აქაც ჩანს, რა მოუტანა საქართველოს "კუდის ქიცინის " პოლიტიკამ.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება (ათენის სამიტთან დაკავშირებით) არის იმ მავნებლური ხაზის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს. რუსული დაკვეთაა საქართველოს დისტანცირება ყველა საერთაშორისო ფორუმიდან, მისი იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს. ეს არის გეგმა - საქართველო პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე. როგორც 1921 წელს მოახდინა რუსეთმა ოკუპაცია, ისე რომ მოკავშირე არ გვყავდა, ასეთივე სცენარით უნდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. ჩვენ ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ მიმდინარეობს შეთქმულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამას ვხედავთ ახლა ჩვენ.

ეს (საგარეო უწყების განცხადება) არის სპეკულაცია, ისევე, როგორც მაჭარაშვილი საუბრობდა უცხო ქვეყნების ინტერესებზე და არასდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს რუსეთზე, როგორც დამნაშავის, ბავშვების მკვლელზე. საქართველო თუ პარტნიორების გარეშე დარჩება, ადვილი ნადავლი გახდება რუსეთისთვის და ამაზე მეტყველებს მედვედევის დღევანდელი განცხადებაც. რა მოგვიტანა "ქართული ოცნების" კუდის ქიცინის პოლიტიკამ? მედვედევმა რა არ თქვა, რომ აფხაზეთს შეიერთებს? მაჭარაშვილი რომ ამბობს, უკრაინიზაციას არ დავუშვებთო, უკრაინელებს უნდოდათ ომი?! უკრაინელები შეიჭრნენ მოსკოვში?! მათი განცხადებები მაგონებს წყალში ნაფოტზე მყოფ ჭიანჭველებს - ჰგონიათ რომ პროცესს რაღაც მიმართულებას აძლევენ. ასეთია მაჭარაშვილის განცხადებაც, რომ ომის აცილება შეუძლია. ვინ ეკითხება მაჭარაშვილს - პუტინი ეკითხება მაჭარაშვილს?! თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის კუდის ქიცინის გამო იტყვის ამაზე უარს?! თავისუფლების გარანტი დასავლელი პარტნიორები არიან, ვისგანაც დისტანცირებას ყოველდღიურად ახდენს ე.წ. ქართული ოცნება, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესს საქართველოში," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო